წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საახალწლო კონცერტი წალკაში
31 დეკ 2015
 

30 დეკემბერს 16:30 სთ-ზე ქ.წალკის სასპორტო სკოლის დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაობა“, ანსამბლი „ქცია“, სომხური ანსამბლი „ლუსახბური“, ბავშვთა საესტრადო ანსამბლი „მტრედები“, უხუცესთა ანსამბლი „თრიალეთი“, ხალხური სიმღერის წრის აღსაზრდელები.


ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ემზარ გელოვანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლები. 
დღეს 31 დეკემბერს 24 საათზე წალკის ცენტრში მოეწყობა ფერადი ფეირვერკების ლამაზი სანახაობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1519
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები