წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი
22 იან 2016
 

ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კერძოდ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში, იგი თბილისიდან 120 კილომეტრითაა მოშორებული, ხოლო ქალაქ წალკიდან 21 კმ-ით.

ეს არის მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც დაარსდა 2004 წელს საქართველოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით,  ქართული მართმადიდებლური ტაძრის საძირკველზე, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.
მონასტერში არსებული მცირე ზომის ბაზილიკური ტაძარი და ტაძრის ქვემოდან აღმოცენებული უხრწნელი წყალი, განსაკუთრებულია იმით, რომ ამ წყალში ბინადრობენ კალმახები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი არაბუნებრივი საქციელით, რადგანაც  ისინი  მხოლოდ მათ მიერ გამორჩეულ ადამიანებს აძლევენ მოფერების საშუალებას და  მიუხედავად იმისა, რომ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება კურნების მიზნით, ისინი აუზს მაინც არ ტოვებენ. 
თვით-მხილველთა გადმოცემით  ასევე  ყოფილა შემთხვევები, როდესაც წითელ პარასკევს უპირატესი კალმახი იკლავს თავს (უპირატესი იმიტომ , რომ კალმახები იცავენ იერარქიას)
გასაოცარია ის ფაქტიც, რომ წყარო რომელიც ტაძრის საძირკველიდან აღმოცენდება ნაკურთხი წყლის მსგავსად არ იხრწნება  და   ეს წყარო არანაკლებ გასაოცარია ვიდრე კალმახები, რადგან  ამ წყალში განბანვის შემდეგ ყოველი ადამიანი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სულიერ სიმშვიდეს განიცდის.  ყოფილა შემთხვევები, როდესაც რწმენით მოსული ადამიანები ამ წყალში განბანვის შემდეგ  განკურნებულან სხვადასხვა დაავადებებისაგან.
ამჟამად მონასტერში ცხოვრობს 6 ბერი.
მონასტრის დაარსებიდან 2004-წლიდან 2013-წლამდე მონასტრის წინამძღოლი იყო არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რომლის სახელსაც უკავშირდება  ამ მონასტრის აღორძინება, ხოლო ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი ნიკოლოზი (გვარლიანი).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2231
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები