წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასკოლო - სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში
10 მაი 2016
 

7 მაისს ქ. რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სასკოლო-სასპორტო ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრის ფინალური ტური მინი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წალკის, რუსთავის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შესარჩევ ტურში გამარჯვებული სკოლის გუნდები.

ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათის საჯარო სკოლის ნაკრებმა. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდა სიგელითა და თასით.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს სოფ. გუმბათის საჯარო სკოლის ნაკრებს გამარჯვებას და მადლობას უხდის სკოლის დირექტორსა და მწვრთნელს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მათ წარმატებაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1811
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები