წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „ძლიერი ქალები სოფლად“ წალკის მუნიციპალიტეტში
14 ივლ 2015
 

საერთაშორისო ასოციაცია“ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი    ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის  OXFAM-საქართველო  ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ  პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“  ,რომლის ფარგლებშიც  დღეს წალკის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია  ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება  გენდერული  თანასწორობისა და სასოფლო- სამეურნეო საქმიანობაში  ქალთა როლის გაძლიერების , მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს  ქალთა   წვლილის გაზრდას   სოფლის მეურნეობაში, მათ   ეკონომიკურ   გაძლიერებას.
პროექტი დაიწყო    2014 წლის ოქტომბერში და ხორცილედება საქართველოს  5 რეგიონის 13 მუნიციპალიტში.  პროექტის დასასრულს   რეგიონების მაშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც  უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების ლობისტური შესაძლებლობების გაზრდას და აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2684
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები