წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე
22 ივლ 2015
 

დღეს 22 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამგებლის წარმომადგენლების ტრენინგი გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო ადმინისტრაციულ ერთეულებში  გამგებლის წარმომადგენლებმა სოფლის შეკრებების ჩატარების დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ როგორც მამაკაცების, ისე  ქალების საჭიროებები და მოთხოვნები, ასევე უზრუნველყონ სოფლის კრებების ჩატარებისას  ქალებისა და მამაკაცების თანაბარი დასწრება.
ტრენინგს ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ევგენია ფურცელაძე, გამგეობის თანამშრომლები და გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ტერნინგი მიმდინარეობდა კითხვა პასუხის რეჟიმში სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი  გამგებლის წარმომადგენლები.
ტრენინგი ჩატარდა შვეიცარიის განვითარებისა და განვითარების სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით. ტრენერი: შორენა ლორთქიფანიძე, მერსი ქორფსის გენდერის ექსპერტი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2527
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები