წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მთავრობისა და ქვემო ქართლის მხარის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი წალკაში
27 ივნ 2015
 

2015 წლის 25 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან სურმანიძე და რამაზ ჯინჭარაძე წალკის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

თავდაპირველად მთავრობისა და ქვემო ქართლის მხარის ხელმძღვანელმა პირებმა წალკის მუნიციპალიტეტის საავადმყოფო მოინახულეს, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ აჭარიდან ჩამოსული ათი სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებმაც უფასო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარეს და კონსულტაცია გაუწიეს წალკის მოსახლეობას.
სამედიცინო მომსახურების აქციის მონახულების შემდეგ ხელმძღვანელი პირები წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეკომიგრანტ ოჯახებს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს გააცნო მთავრობის გადაწყვეტილება ეკომიგრანტებისათვის შესყიდული სახლების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. წალკის მუნიციპალიტეტში 2004-2012 წლებში ეკომიგრანტებისათვის შესყიდულია 571(ხუთას სამოცდათერთმეტი) საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული სახლების აზომვითი ნახაზების შედგენა, რათა შემდგომში მოხდეს მათი საკუთრებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მინისტრმა თავად მიიღო მონაწილეობა სოფ. არწივანში მცხოვრებ ორი ეკომიგრანტის საცხოვრებელი სახლის აზომვითი სამუშაოების პროცესში.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია საბაძის განცხადებით იგი მოხარულია და მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას - ეკომიგრანტებისათვის სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ და სრულ მხარდაჭერას უცხადებს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ სტუმრებმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ბერთის სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტერი მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2730
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები