წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გზა სკოლისაკენ
04 ივლ 2015
 

ქ. წალკის საბავშვო ბაღში სკოლამდელი აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. გამოსაშვები ზეიმის პირველი ნომერი 13 ივლისს სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.

შემდეგ კი პატარებმა გააცოცხლეს ნოდარ დუმბაძის უკვდავი გმირები: ბებია, ილიკო, ილარიონი და ზურიკელა. ასევე წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის ლექსები. ამ ლამაზი ნომრით პატარებმა დაუვიწყარი დღე აჩუქეს ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას, მშობლებსა და აღმზრდელებს. დიდი მადლობა საბავშვო ბაღის აღმზრდელ მასწავლებლებს, რომლებიც არ იშურებენ შრომასა და ენერგიას რათა აღსაზრდელებს მისცენ ის საზრდო, რაც სამომავლოდ მათ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4215
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები