წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასუფთავების აქცია სოფ. დაშბაშის კანიონზე
01 აგვ 2015
 

შაბათს  01 აგვისტოს „საქართველოს მწვანეთა  მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერითა და პროექტ „Make it Colorful”-ას  ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.  „Make it Colorful” პროექტი თამარ გაბაიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება, რომელიც აერთიანებს  ქ.თბილისის  N 26-ე საჯარო სკოლას, ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებსა და წალკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. პროექტი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და გარემოს დაცვითი უნარების განვითარებას.

პროგრამა ფინანსდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. 
დასუფთავდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. დაშბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქცია მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ  ქ. თბილისის N26-ე  საჯარო სკოლისა და წალკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები, მათი ხელმძღვანელი ზვიად ხაფავა, რომელიც არის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ბედიანის თემში და  თბილისის N26-ე საჯარო სკოლის დირექტორი ბაია გაბაიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2452
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები