წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სექტემბრიდან წალკის საბავშვო ბაღს ორი ახალი ჯგუფი დაემატება
06 აგვ 2015
 

6 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა, გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილესთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღში ფუნქციონირებდა სამი ჯგუფი (ბავშვების რაოდენობა 120), რაც არ იყო საკმარისი მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, კეთილმოეწყო და გაფართოვდა საბავშვო ბაღის შენობა,  აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ჩატარებული სამუშაოების შედეგად საბავშვო ბაღს მიმდინარე წლის  სექტემბრიდან დაემატება ორი ჯგუფი და  კიდევ 80(ოთხმოცი) სკოლამდელი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2370
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები