წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სიახლე წალკის სასპორტო სკოლაში
06 აგვ 2015
 

6 აგვისტოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე, პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილე ემზარ გელოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი, ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი საქართველოში ავთანდილ მიქაძე, ააიპ „წალკის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის“ დირექტორი ზვიად შენგელია, ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფის,  კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი იურიკ ხჩოიანი და განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მაიზერ გვიჩიანი წალკის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დარბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრეს.

რეგიონის გუბერნატორის ინიციატივით ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი ჯგუფები, რომლებშიც მსურველები უფასოდ ივარჯიშებენ და საერთო ფიზიკური მომზადების დონეს აიმაღლებენ. ასევე ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტებში სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში იგეგმება უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც წვევამდელთა მომზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებს. მათი გადამზადებაც სწორედ აღნიშნულ სპორტულ დარბაზებში იქნება შესაძლებელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2626
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები