წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

8 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მერაბ ჭელიძის ხსოვნას პატივი მიაგო
08 აგვ 2015
 

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათში მერაბ ჭელიძის სახელობის სტადიონზე სასპორტო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა ტურნირი ფეხბურთში მერაბ ჭელიძის სახელობის თასზე. დაღუპული გმირის საპატივცემულოდ გამართულ სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები და თანამშრომლები, დაღუპულის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მერაბ ჭელიძის ოჯახს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაეწია ერჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2569
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები