წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მედია პროექტი „ეტალონი“-ს 10 წლის იუბილე
07 სექ 2015
 

6 სექტემბერს სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ 10 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყვნენ: წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ილია საბაძე, გამგებლის პირველი მოადგილე- ანზორ ხინიკაძე, გამგეობის განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები, წარმატებული მოსწავლეები და რესურსცენტრის წარმომადგენლები. 
ეტალონის საიუბილეო-საზეიმო ღონისძიებაში სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო წალკის მუნიციპალიტეტის I საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ლომთათიძემ. იგი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა საკუთარი ლექსით „მე- საქართველო“ რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. საიუბილეო ღონისძიებაზე პროექტ „ეტალონი“-ს ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა საკონცერტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო პროექტის სამომავლო გეგმები და სურვილები. ასევე ისაუბრა პროექტის მიღწევებსა და წარმატებებზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2671
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები