წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი სასწავლო წელი
14 სექ 2015
 

დღეს 14 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება. გასული წლების მსგავსად წელსაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კვლავ უფასოდ დაურიგდათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წიგნები, ხოლო პირველ კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადეცათ ლენოვოს ფირმის კომპიუტერი-ბუკები.

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე წალკის მუნიციპალიტეტის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს ეწვია და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლებში შეკრებილ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ასევე პირველი კლასის მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადასცა კომპიუტერები და წარმატება უსურვა განსაკუთრებით პირველ კლასელ პატარებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2663
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები