წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
06 ნოემ 2015
 

წალკის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაობი დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

პროექტი მოიცავს ორ ეტაპს, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს პარკსა და არისტოტელეს ქუჩაზე არსებული ვერხვიის ხეების მოცილება, ვინაიდან მეცნიერ-სპეციალისტთა ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა ზემო აღნიშნული ხეების ბიოლოგიური, ფიზიკური და მეტყევეობითი მდგომარეობა და მათი დასკვნით „ქ. წალკის ცენტრალურ ქუჩებზე და ე.წ. პარკში გაშენებული ვერხვების ბიოლოგიური, ფიზიკური და მეტყევური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ხეების ლანდშაფტურ-ესთეტიკური მდგომარეობა უარყოფითია. მათი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ქმნიან სარისკო სიტუაციას ქალაქის ამ ქუჩებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ასევე სარისკო სიტუაციაა პარკში მოსეირნე მოსახლეობისათვის. ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ვერხვების მოცილება ამ ტერიტორიიდან.“ მეორე ეტაპზე დაიწყება პარკის კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, მოპირკეთდება სასეირნო ბილიკები, მოეწყობა თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა და სკამები ასევე ფანჩატურები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მისი ღირებულება შეადგენს 584 498 ლარს. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯ-ლაინი.“ აღნიშნული პროექტის დასრულების თარიღია 01.07.2016წ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2840
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები