წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მოსახლეობას “C” ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდათ
27 ნოემ 2015
 

26 ნოემბერს ქალაქ წალკაში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „NCDC”,და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ერთობლივი ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ორგანიზებით მობილური ამბულატორიის მეშვეობით “C” ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოეწყო ერთ დღიანი უფასო სამედიცინო აქცია, აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა “C”ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სწრაფი სკრინინგ- ტესტირება.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ადგილზე ჩაეტარებინა “C” ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე გამოკვლევა და მიეღო ექიმის კონსულტაცია. ვინაიდან საქართველოში „C” ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, აქციის მიზანია მოსახლეობის დროული დიაგნოსტიკა და აღნიშნულ დავადებაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რადგანაც არსებობს უამრავი გზა რითაც შესაძლებელია ადამიანი აღმოჩნდეს ინფიცირების რისკის ქვეშ, გარდა ამისა ინფიცირებულთა ნაწილს არა აქვს ინფორმაცია რისკ-ფაქტორების შესახებ. . წალკის მუნიციპალიტეტის მაშტაბით მომავალშიც იგეგმება მსგავსი აქციის მოწყობა.
აქციის მიმდინარეობას ესწრებოდა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორი მანანა მირაშვილი და გამგეობის ჯანდაცვის სოც.უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2091
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები