წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტში სათათბირო საბჭო შეიქმნა
15 იან 2016
 

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილების თანახმად გამგებლის ბრძანებით სათათბირო საბჭო შეიქმნა, რომელიც ამ წესის შესაბამისად განიხილავს წალკის მუნიციაპლიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და აღდგენის საკითხებს.

ამ ეტაპზე გამგეობაში დაწყებულია განცხადებების მიღება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში არანაკლებ 9 თვისა ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართელოს კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონებისათვის გარკვეული შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებს ცხოვრების დონის ამაღლებასა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში. ის პირები, რომლებიც მიიღებენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუს ისარგებლებენ როგორც საშემოსავლო ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათებით. ამ კანონის თანახმად 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე გაიცემა ფულადი დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 3 და მომდევნო ბავშვზე ყოველთვიურად 200ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის სექტემრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები საპენსიო ასაკს მიღწეული პირები მათთვის გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს მიიღებენ 20% -იანი დანამატით, ხოლო პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება 35%-ით, ასევე გაზრდილი ოდენობით მიიღებენ ანაზღაურებას ექიმები და ექთნები. ყოველივე ზემო აღნიშნულის გარდა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი და ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1383
 
 
 
სიახლეები
 

2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები