წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ხარებაში სკოლის მოსწავლეებმა კიპარისის ნერგები დარგეს
07 აპრ 2016
 

5 აპრილს შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებმა“ წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით 250 ძირი კიპარისის ნერგი საჩუქრად გადასცა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ხარების საჯარო სკოლას. ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივად დარგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის მოსწავლეეებმა.

გამგებლის მოადგილემ ემზარ გელოვანმა ბავშვებს აუხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათ დარგულ ხეს მათი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მისი განცხადებით მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება წალკის მუნიციპალიტეტის სხვადასახვა სოფლებში.
ადგილობრივი ხელისუფლება, ხარების საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდის შპს “საქართველოს ნერგებს.“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1686
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები