წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
10 მაი 2016
 

9 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ორგანიზებით, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს.

იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ჩვენი თანამემამულეების დიდი ღვაწლი მეორე მსოფლიო ომში. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, პარარელურად სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა სპოტული ღონისძიება: ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. გამარჯვებულებს აღნიშნული ჯილდოები გადასცა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და ქვემო ქართლი მხარის გუბერნიის წარმომადგენელმა-ლევან ჟვანიამ. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გამგებლის პირველი მოადგილე-ანზორ ხინიკაძე, მოადგილეები, ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი, ქვემო ქართლის მხარის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ვეტერანთა ოჯახის წევრები.
წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს გადაეცათ ფულადი საჩუქარი, თითოეულს 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1791
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები