წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნა
27 მაი 2016
 

26 მაისს წალკის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „თაობა“, ბავშვთა საესტრადო ანსამბლი „მტრედები“, ბავშვთა საესტრადო ანსამბლი „აფხაზეთი“ უხუცესთა ანსამბლი „თრიალეთი“, გოგონათა ანსამბლი „არწივანი“. ასევე მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც შეასრულეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები. 
პარალელურად სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა სპორტული ღონისძიებები: ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში და მკლავჭიდში, მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში, მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში, მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ - დიპლომებით, მედლებითა და თასებით, გამარჯვებულებს აღნიშნული ჯილდოები გადასცეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და ქვემო ქართლის მხარის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი ხომერიკმა და ლევან ჟვანიამ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1579
 
 
 
სიახლეები
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები