წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

მორიგი თათბირი გამგეობაში (06.11.2015წ.)
06 ნოემ 2015
 

დღეს 6 ნოემბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ მორიგი თათბირი გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონპროექტთან დაკავშირებით.

აღნიშნული კანონპროექტი ძალაში შედის 2016 წლის 1 იანვრიდან. პირველ ეტაპზე მოხდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიების შედგენა/დაზუსტება. ვინაიდან წალკის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსი, რომლის მინიჭების შემდეგ ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, ასევე პირი, რომელსაც მიენიჭება „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით განთავისუფლდება გადასახადებისაგან. 
გამგებლის დავალებით გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინტრაციულ ერთეულებში დროულად უნდა უზრუნველყონ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სრული სიების შედგენა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2536
 
 
 
განცხადებები
ივლ 26 პარ 2019
1450
ივლ 25 ხუთ 2019
1498
აგვ 05 პარ 2016
2488
ივლ 29 პარ 2016
2544
ივლ 27 ოთხ 2016
2444
ივლ 26 სამ 2016
2446
ივლ 19 სამ 2016
2487
ივლ 19 სამ 2016
2536
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები